11 წლის თავზე ქართველმა ხალხმა უკვე ღიად იგრძნო რუსული რეჟიმის მავნებლობა საკუთარ თავზე, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ქუთაისში იმყოფება, აღნიშნავს, რომ ქუთაისის პარლამენტი დადასტურება იმის, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ქვეყნის ინტერესები და ერთი კონკრეტული ქალაქი.
„პუტინის ტყვეობიდან ორი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავთ და აშშ-მ ღიად თქვა, რომ „ეფესბეს“ აგენტის, რუსეთის აგენტის შეთითხნილია ეს საქმე, ვგულისხმობ ფარცხალაძეს, ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტია აშშ-ს მხრიდან. ასევე, პრეზიდენტი სააკაშვილი გასამართლებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ასევე დასანაქცირებულები არიან კორუფციის გამო და ასეთი ოთხი მოსამართლეა საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ამ 11 წლის თავზე უკვე კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად იგრძნო რუსული რეჟიმის მავნებლობა საკუთარ თავზე.
დღეს ვართ ქუთაისში, ჩემს უკან არის პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ერთი კონკრეტული ქალაქი. მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის მიერ, მაგრამგელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს ბიძინა ივანიშვილი. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი, ან ქუთაისელებმა, რომლებიც ასი ათასობით ქუთაისელი არის ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები და ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წასულები საზღვარგარეთ, ასევე წყალტუბოსთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გავერანებულია და განადგურებულია ფაქტობრივად იქაურობა. აღარაფერს არ ტოვებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს, თუმცა მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. დიახ, ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი საქართველოში, დიახ საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში, დიახ ჩვენი ასი ათასობით ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, დიახ აუცილებელია წყალტუბოს განვითარება, დიახ უმნიშვნელოვანესია პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ ჩვენ უნდა ვიაროთ სწრაფად, ოღონდ ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ყველამ ერთად აუცილებლად უნდა დავასრულოთ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.