„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პენიონერებს უმდა გაუნულდეთ არსებული საპენსიო სესხები და ამ სესხების აღება არა კაბალურ, არამედ ადამიანურ პირობებში შეძლონ.
ლევან ხაბეიშვილმა ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის კამპანიის ფარგლებში, პენსიონერთა ფორუმზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მამაკაცებში უნდა დაიწოს საპენსიო ასაკმა 60 წლამდე.
“ახლა ხელში მიჭირავს ბატონი იური ტუღუშის სესხის ქვითარი, ოღონდ ეს არის ოფიციალური ყაჩაღობის, ქურდობის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიჭირავს ხელში, წარმოიდგინეთ, რომ ეს ახლა არის ბიძინას სახე და გეტყვით რატომ. აქ, ამ ქვითარზე წერია, რომ 1990 ლარი ისესხა ბატონმა იურიმ, რომელიც აქ ბრძანდება, პრობლემა აქვს ამ ადამიანს ჯანმრთელობის და რამდენს ახდევინებენ თქვენი აზრით 1990 ლარზე? 2500 ლარს - არა, 3000 ლარს - არა, არც 3500, არც 4000, არც 4500-ს, 4800 ლარს ახდევინებენ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური ქურდული , მახინჯი, მავნებლური მმართველობის მაგალითი, ფოტოსურათი ბიძინა ივანიშვილის ყაჩაღობის.
ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა, ამას საერთო არაფერი აქვს არც სესხთან, არც იურიდიულ წარმოებასთან, ეს არის ქურდობა ოფიციალურად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა უნდა დასრულდეს საქართველოში. ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ და გქურდავენ. ბატონ იურის 2019 წლიდან აქვს ეს სესხი, 2023 წელია ახლა, ოთხი წელია თითქმის მისი პენსია არ აუღია თავიდან ბოლომდე, ფაქტობრივად მისი პენსიის 30-40 პროცენტი მიდის სესხში და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანი იყენებდეს მის პენსიას, მისი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ჯერ რა პენსია აქვს - სასაცილო, აბა იმ პენსიით შეძლოს და იცხოვროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, თალაკვაძემ, ბიძინა ივანიშვილმა და მერე ამასაც რომ ღლეტენ, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს სესხები იყოს განულებული და თუ შემდეგ უკვე პენსიონერები აიღებენ სესხს, იყოს არა კაბალურ პირობებში, არამედ ადამიანურ პირობებში. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებში არსად არ არის 32 პროცენტი, არსად ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს, მაქსიმუმ 2, 4, 6 პროცენტი სესხი, მაგრამ აქ საქართველოში ბიძინა ივანიშვილს აქვს ქურდული საბანკო ოლიგარქია აწყობილი. მეორე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ ფორუმზე არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. საშუალო ევროპელი პენსიონერი ცხოვრობს 82-84 წლამდე, საშუალოდ საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, 80-დან ასი ათასამდე ასეთი მამაკაცია დღეს საქართველოში, სასწრაფოდ მოხდეს საპენსიო ასაკის დაწევა მანამ, სანამ ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე და ცხადია იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.