თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც რამდენიმე კვირის წინ თავად გახდა.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი ბინძური „ფეიკ ნიუსების“ მიმართ შესაბამისი რეაქცია აქვს.
„პარალელი მინდა გავავლო, როგორ ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი ოჯახი გავხდით. ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ შოვში ჩემი შვილები. ეს ყველაფერი როგორ დაგიბრუნდათ ვნახეთ - ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული სტატუსებს დებდით, ვის მოუვიდა აზრად, რომ კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. თქვენ თვითონ გაებით მახეში, რადგან ნახეთ, ამ სიბინძურეების გამო, თქვენ მიმართ როგორი იყო ხალხის რეაქცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა გქონდათ იმისი, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის. გქონდათ მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ. მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც ბევრჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. დღეს კი მიიღეთ კონკრეტული ინფორმაცია და ახალი ფურცელი დაიწყეთ პროპაგანდით. ჩემი მხრიდან შეიძლება იყოს უხერხული დეტალებში შესვლა. იცით, რომ თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულობა ყოველი წლის გარკვეულ თევებში დეკლარაციები წარმოვადგინოთ.