ადრე ვიღაც ქოცი ქალის დაბადების დღის ფოტოებით გადაიჭედა ფეისბუქი, კოჭებამდე კაბები ეცვათ, ვიცინოდით გრძელკაბიან ფრიკშოუზე, ანუ მხოლოდ იქამდე მაღელვებს ნუნუს სადაქალოს წვეულებები, სადამდეც კაბებზე დავცინებ, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ადრე ვიღაც ქოცი ქალის დაბადების დღის ფოტოებით გადაიჭედა ფეისბუქი. კოჭებამდე კაბები ეცვათ. მეთქი ეს რა ფრიკშოუა. თურმე დრესკოდი ყოფილა ეგეთი.
ვიცინოდით ცხადია გრძელკაბიან ფრიკშოუზე, ვიდრე ერთმა გველაძუამ არ დაგვასხა ცივი წყალი - აბა მოკლე კაბები ხომ არ იქნებოდა დრესკოდიო.
ანუ მხოლოდ იქამდე მაღელვებს ნუნუს სადაქალოს წვეულებები, სადამდეც კაბებზე დავცინებ. იმის იქით - აღარ მაინტერესებს.
იპარავდნენ, იპარავენ და მოიპარავენ, სანამ რეჟიმი დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ძალით არ ჩანაცვლდება.
ვინც ვიშვიშებს და თან არაანგარიშვალდებულ, ბელადზე და ოპო ოლიგარხზე ჩამოკიდებულ პოლიტიკოსებს უჭერს მხარს - ყველა ყალბია.
უბრალოდ თვითონ რომ ვერ გულაობენ, მაგაზე ბრაზობენ”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.