„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ოზურგეთის საკრებულოს წვერს თათია ნიკოლაშვილს ინტერვიუს დროს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აქტივისტი.“
პარტიაში აცახდებენ, რომ ჩოხატაურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო ფლაერების დარიგებისას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები. ნაცემია ათამდე ადამიანი, დაშავებულთა შორის არიან ქალებიც.
„ოზურგეთის და ჩოხატაურის წევრები ჩამოვედით საინფორმაციო ფლაერების დასარიგებლად ხალხთან შესახვედრად, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი ჩოხატაურში, რომლის ინტერესებიც აქვს ჩიგოგიძეს. ჩიგოგიძემ დაგვახვედრა დაორგანიზებული მისი მარჯვენა ხელის, ლაშა გიორგაძის მეთაურობით თავისი კრიმინალური ზონდერდაჯგუფება, რომლებიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე თავს დაგვესხნენ ფიზიკურად, წარმოუდგენელი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, 20 ადამიანი იყო დაახლოებით, კაცები, მხოლოდ ერთი ქალი იყო და ფიზიკურად გაუსწორდნენ დათო მჟავანაძეს და აჩიკო სიხარულიძეს, ჩოხატაურის საკრებულოს წევრს. ქალიც, კაციც ფიზიკურად იწეოდა და პოლიცია ვერ აკავებდა. ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი ყველა დონეზე, მათ შორის პოლიციის დონეზეც, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაამაგრეს ეს ზონდერდაჯგუფებები.“ - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.