27 აგვისტოს ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ოლქებში რუსული Х-101/Х-55/Х-555-ის ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.
ამასთან, ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ წარმომადგენლის ნატალია გუმენიუკის განცხადებით, გასული ღამის იერიშის დროს რუსი სამხედროები იყენებდნენ მანევრის რთულ სისტემას.
„ბოლო პერიოდში შეინიშნება მტრის ისეთი ტაქტიკა, როდესაც რაკეტებით ან დრონებით შეტევების დროს მანევრირებენ ისე, რომ გამოფიტონ საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა გუმენიუკმა.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებმა კიევის ოლქში დააზიანეს 10 კერძო სახლი.
მისი თქმით, არის სხვა ზიანიც. „დაზიანებულია ორი ავტომობილი და სამეურნეო ტექნიკის ფარეხი. ორი ადამიანი დაშავებულია, მათ დახმარება ადგილზე გაეწიათ“, - განაცხად კრავჩენკომ.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები.