ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "ხალიკ ბანკ ყაზახეთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, უმუტ შაიახმეტოვას და "ხალიკ ბანკ საქართველოს" გენერალურ დირექტორს, ნიკოლოზ გეგუჩაძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ასევე, ხალიკ ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობაში ეროვნული ბანკის როლსა და სექტორში ყაზახური ინვესტიციების ზრდის პერსპექტივებზე.