საპენსიო აქტივების მართვის წესი იცვლება - საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები სამ სხვადასხვა - მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში გადანაწილდება.
საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ნიკოლოზ გაგუასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარანტი იმისა, რომ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგები არ დაეკარგებათ არის კანონი, ეროვნული ბანკი საზედამხეედველო ფუნქციით და კვალიფიციური საინვესტიციო ექსპერტები. ამასთან გოგა მელიქიძემ განმარტა რას ნიშნავს მაღალი რისკის კომპანიებში ჩართვა.
"მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება არც ერთ შემთხვევაში არ მოხვდება რისკიან პროექტებში, მონაწინეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში. ქართული საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები როგორიც არის „ტოიოტა“ „სამსუნგი“ „ეპლი“ „ლუი ვიტონი“ ანუ გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55 % და რამეთუ ამ კონპანიების აქციების ფასი ყოველ დღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება თავის დინამიკას ვიდრე, ეს იქნება საშუალო რისკიანი და დაბალრისკიანი სტაბილური ან შერეული პორტფელი. ანუ უფრო მეტი რყევა იქნება, მაგრამ ის, რომ რამე დაიკარგება და დავკარგავ დანაზოგს ეს არის მცდარი ინფორმაცია . იმიტომ. რომ გლობალური აქციების 55% ეს არის გადანაწილებული დაახლოებით 3 ათას კომპანიაზე, რეგიონების დონეზე არის ამერიკა, ლათიკური ამერიკა. განვითარებული ევროპა. ავსტრალია, განვითარებული აზია და ამავდროულად მასში არის ქართლი სახაზინოები და დეპოზიტები 45%. ასე რომ ამ პორტფელს ნამდვლად არ ემუქრება ან დაკარგვა ან ჩავარდნა, პირიქით ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პესპექტივაში საკმაოდ მაღალა ზრდას ნახავენ",- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
მოქალაქეებს დაბალი, საშუალო და მაღალრისკიან აქტივებზე არჩევანის გაკეთება 6 სექტემბრამდე თავად, იუსტიციის სამინისტროში ან ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ არჩევანს არ გააკეთებენ საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგები ავტომატურად შემდეგნაირად გადანაწილდება:
სქემაში გაწევრიანების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში;
50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში.
პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს. ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას თქმით, გრძელვადიანად ყველაზე მეტ მოგებას მეტი რისკის შემცველი პორტფელი მოიტანს.
"ყველა საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენი 5 წლის პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ მოხდება აღნიშნული აქტივების ზრდა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მინიმუმ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხდება იმ აქტივების ზრდა, რომელიც არის საპენსიო აქტივები. ამიტომ რისკიანობა არის ეკონომიკურ ზრდაზე, რამდენად მეტად გაიზრდება ეს აქტივები. რისკი არის რამდენად აჯობებს, საპენსიო აქტივების ზრდა, ეკონომიკურ ზრდას", - თქვა ნიკოლოზ გაგუამ.