რუსეთის ქმედებები უკრაინაში იმით არის ნაკარნახევი, რომ დავასრულოთ ომი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა და მათმა სატელიტებმა გააჩაღეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადამირ პუტინმა „ბრიკსის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
„რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება დაეცვა ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავიანთი კულტურისთვის, ტრადიციებისთვის, თავიანთი ენისთვის, თავიანთი მომავლისთვის. ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთი რამით არის ნაკარნახევი - დავასრულოთ ომი, რომელიც დასავლეთმა და მათმა სატელიტებმა უკრაინაში, გააჩაღეს დონბასში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, სწორედ დასავლეთის ქვეყნების სწრაფვამ შეენარჩუნებინა ჰეგემონია მსოფლიოში „გამოიწვია მძიმე კრიზისი უკრაინაში“. პუტინის თქმით, „დასავლეთის ქვეყნების დახმარებით ამ ქვეყანაში მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, შემდეგ კი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხებოდა ამ სახელმწიფო გადატრიალებას, გააჩაღეს სასტიკი, გამანადგურებელი ომი რვა წლის განმავლობაში“, - განაცხადა პუტინმა.