ირაკლი კობახიძის ნაბიჯი იყო ღირსეული, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი, - ამის შესახებ "ქართული ოცების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დავით ჯელაძესთან დაკავშირებით.
"თუ ვინმეს ამ პერიოდში რაიმე, გარკვეული, ასე ვთქვათ, წყენა, ან ასეთი სულიერი ტკივილი მიადგა, ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა, რომ ბოდიში, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას აღიქვამს, როგორც თავისი ხალხის ტრაგედიას და არა სხვის ტრაგედიას, გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც, ეს იყო, პირველ რიგში, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის, ნაბიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი. ანუ, ადამიანს, რომელსაც ასეთი აზრი მოგდის, რომ ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლების მიზანი არის, რომ ამ ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანები კიდევ დააბულინგოს და დაჩაგროს, მიზანი გამაგებინეთ, რა არის ამის მიზანი ". - ამბობს ქადაგიშვილი.
ირაკლი კობახიძემ გუშინ დავით ჯელაძეზე თქვა: „სინანული, მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ გული ვატკინე…ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი, მან განმარტა თავისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი, მთავარი არის, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი, გადარჩა მისი ოჯახი და ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად. ერთი ფოტოდან მიღებული აღქმა არის სრულიად სხვა. რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მიშა სარჯველაძეს ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალება, რაც მე მივიღე დღეს და დარწმუნებული ვარ, მისი დამოკიდებულებაც, ბუნებრივია, იქნება ანალოგიური. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთი შეხედვით რაც ჩანდა წარმოუდგენელი, ამ ადამიანმა, ახალგაზრდა კაცმა თავის თავს აჯობა, ისეთი რამ აქვს გაკეთებული, ეს არის მართლა ნამდვილი გმირობა, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის ცხადი“.