უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი უროჟაინე გაათავისუფლეს.
„უროჟაინე გავათავისუფლეთ. ჩვენი დამცველები მაგრდებიან საზღვრებზე. შეტევითი მოქმედბები გრძელდება“, - წერს მალიარი Telegram-ზე.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრი კოვალიოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით მოქმედბებს ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.
კოვალიოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ მტრის სამიზნეების გამოსავლენად.
უროჟაინესთან წარმატებული შეტევითი მოქმედებების შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში იუწყებოდა.