უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი სამხედროები მოინახულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ დონეცკის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია იმ ბრიგადების შტაბებს, რომლებიც „სოლედარის“ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში შეტევით მოქმედებებს აწარმოებენ.
უკრაინელმა სამხედროებმა ზელენკის აცნობეს შეიარაღების, საბრძოლო მასალების და ტექნიკის საჭიროებები, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვადასხვა სახეობის უპილოტო საფრენი აპარატების.
უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებასთან და სხვადასხვა სახის შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებული ანგარიშები. ასევე ზელენსკიმ განიხილა პრობლემური საკითხები, რომლებსაც სამხედროები აწყდებიან. ზელენსკიმ სამხედროების გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მაქვს აქ ყოფნის პატივი. მადლობა თქვენ ბიჭებო, გმირობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ იცავთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. ვამაყობ ჩამოგართვათ ხელი და ვიყო აქ თქვენს დასაჯილდოვებლად. თავს გაუფრთხილდით. მადლობა თქვენ, გისურვებთ მთავარს - გამარჯვებას“, - უთხრა ზელენსკიმ სამხედროებს.