რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ორ რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ. მათივე განცხდებით, ორი მათგანი ჩამოაგდეს.
როგორც ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 11 საათზე თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის თავზე აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს. 30 წუთის შემდეგ კი უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს. მათივე თქმით, დაშავებულები არ არიან და არც ნგრევა დაფიქსირებულა.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში მსგავსი შეტევები გახშირდა რუსეთის რეგიონებსა და მოსკოვში, რომელშიც უკრაინას ადანაშაულებენ. უპილოტო საფრენი აპარატები თითქმის ყოველ დღე ეჯახებიან ოფიციალური უწყებების შენობებს, სამხედრო და სხვა ინფრასტრუქტურის ობიექტებს.