500 ბავშვი დაიღუპა და 1 097 დაშავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბავშვები დონეცკის ოლქში (დაიღუპა და დაშავდა 485 ბავშვი), ხარკოვის(298), კიევის (29), ხერსონის (118), ზაპოროჟიეს (99) მიკოლაივის (97), დნიპროპეტროვსკის (94), ჩერნიჰივისა (71) და ლუჰანსკის (67) ოლქებში.