უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებით „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„კარგი ამბავია გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებით „პეტრიოტის” სისტემები. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებს, სოფლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უკრაინას დაეხმარება ხალხის დასაცავად რუსული ტერორის წინააღმდეგ.