ჩვენმა ჯარისკაცებამ აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული, მადლობა მათ ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა, იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე, ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული, მადლობა მათ ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება. ეს იყო მათი ოცნება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.