თბილისში, კიევის ქუჩაზე 28 წლის კაცი დაჭრეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ადგილობრივების ცნობით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ არავინ დაუკავებიათ.