ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 38 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “აჭარა.News” ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის სხვა დეტალები, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა.