31 ივლისის ღამეს რუსეთის ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვისს თქმით, სავარაუდოდ ორი დარტყმა განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა არასაცხოვრებელი ნაგებობა. ადგილზე გაჩნდა ხანძარი. „დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ“, - განაცხადა ტერეხოვმა.