გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.