ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
აჭარა NEWS -ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში ტურისტთა ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემა "ბათუმელების" ცნობით კი შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 ბავშვია.