თბილისში, გლდანში ქვეითად მოსიარულე ორსულს ავტომანქანა დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.
ასევე დაშავდა სამი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.