მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში რამდენიმე საათის წინ სროლის ხმა ისმოდა. დაიჭრა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სამშენებლო სექტორში ჩართულ პარტნიორებს შორის მოხდა. კონფლიქტიც მათ საქმიანობას უკავშუირდება.
არსებული ინფორმაციით, ისინი კომპანია "ჯიემჯი-ში" იმყოფებოდნენ რა დროსაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, მოგვიანებით კი რამდენჯერმე გაისროლეს. ერთ-ერთი მეწილე ფეხში დაიჭრა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებით მიმდინარეობს.