ბათუმში, "ორბი სითის" 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადავარდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.