ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა 22 ივლისს გამთენიისას მოხდა.
ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ახალგაზრდა კაცმა მეგობარს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.