ტოკიოში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ელჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოსთან ახლოს მოხდა. ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა.
ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან. ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.