ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა მოსამართლე თამარ ბეჟაშვილმა დახურა, რადგან საქმე არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს უკავშირდება.
1985 წელს დაბადებული ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.