გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივებმა მედიას უთხრეს, გვიან ღამით 10-მდე გასროლის ხმა გაიგონეს. გავრცელებული ცნობით, , დაზიანებულია იქვე მდებარე მასაჟის სალონის შენობა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებასა, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.