პოლონეთში, კატოვიცას აეროპორტში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 38 წლის ქართველს ყაზახეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ის აეროპორტში 8 ივლისს დააკავეს.
გამოცემა Eska წერს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში ყაზახეთიდან ჩაფრინდა, თუმცა სხვა პოლონირი მედისაშუელების ვერსიით, ქართველი კატოვიცას აეროპორტში ქუთაისიდან ჩავიდა.