ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.
დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოზარდი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.