ავიაკომპანია Geosky-ს ინფორმაციით, სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით 2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.
მათივე ინფორმაციით, ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძებელია, ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან - ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.
Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით ,,ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.“
ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.