ახალციხეში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. ერთ-ერთი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა, შუახნის ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.