ვაზისუბანში ბაბუას და შვილიშვილს სავარაუდოდ, ოთხი ტყვია ესროლეს. შემთხვევა პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ივლისს დღის 5-საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის დაიწყო, რა დროსაც ბაბუამ დაპირისპირებული კაცების გაშველება სცადა, თავდამსხმელმა კი ორივეს ცეცხლი გაუხსნა.
ბაბუა და შვილიშვილი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ხანდაზმულ ბაბუასა და 32 წლის მამაკაცს დაზიანებები ზურგის და ფეხის არეში აღენიშნებათ.
პოლიციამ უკვე დააკავა პირი, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა. საქმეზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.