რუსთავში მამინაცვლის მამა, რომელსაც 9 წლის ბავშვის ცემას ედავებოდნენ, მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
როგორც კაცის ადვოკატმა „ფორმულას” განუცხადა ბავშვმა ცემა არ აღიარა.
"სასამართლომ ყოველგვარი აღკვეთის გარეშე დატოვა იმიტომ, რომ სამართლიანი მოსამართლეა და პროვოკაცია იყო ამ ადამიანის მიმართ მოწყობილი. ეგრევე გამოიკითხა ბავშვი, გამოიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით, თავისივე ადვოკატის თანდასწრებით და ბავშვმა ეს ცემა არ აღიარა", - თქვა ადვოკატმა.
სამართალდამცველებმა კაცი 6 ივლისს დააკავეს.