ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ზურაბ საღინაძე განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. კიდევ ორ ბრალდებულს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მათგან ერთი - 17 წლის არასრულწლოვანია. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულზე სამი პირი დააკავა. ზურაბ საღინაძეს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი, ნოდარ მამულაძესა და ლუკა მარკოიძეს, დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიების თანახმად, 4 ივლისს ბათუმის სანაპიროდან ოთხი არასრულწლოვანი ტივტვა ბანანით შეიყვანეს ზღვაში და სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დატოვეს. 16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, მეთევზეებმა შემთხვევით იპოვეს 7 ივლისს.