თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის საერთაშორისო იურიდიული ფირმის Amsterdam & Partners-ის დამფუძნებლის თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები ფაქტებს არ ეფუძნება დაპოლიტიკურად მოტივირებულია.
ადვოკატი რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს თავს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო ესხმიან და ეს ბრალდებები ქვეყნისთვის სამარცხვინოა.
"გიორგი ბაჩიაშვილი არის ძალიან წარმატებული მეწარმე უნაკლო რეპუტაციით და რომელსაც ახლა მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან სახელმწიფო აპარატით, რომელსაც ძარცვის ინსტრუმენტად ბოროტად იყენებენ. ეს ბრალდებები სირცხვილია ქვეყნისთვის და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი კლიენტი ყველა ხელმისაწვდომი ზომით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ადვოკატთან ერთად საქართველოში და საერთაშორისო დონეზე." - აცხადებს რობერტ ამსტერდამი.{ფორმულა}.
გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება. ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.