კახეთში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა დაახლოებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.