კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.
შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.