პროკურატურამ, ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი'
პროკურატურის ცნობით, ცვლილება ითვალისწინებს ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას.
"აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.