გორის რაიონულმა სასამართლომ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა. პროცესს დაესწრო თავად ბრალდებულიც. ის დანაშაულს აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მოისმინა რა იმ პერფორმანსის შესახებ, პატრიარქის შესახებ მიუღებელი მსჯელობები დაზარალებულისგან, მას შემდეგ არ უნახავს დაზარალებული, საგულისხმოა, რომ არც კი უძებნია. შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გაიხსენა წყენა, რაც მის მიმართ გულში ჰქონდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ.
წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.