თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
გადადების მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიის წევრის, ლია ორკოდაშვილის პენსიაში გასვლაა. კოლეგიის მესამე წევრი ახლა ხელახლა უნდა აირჩიონ.
უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა.
მანამდე სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა.