დააკავეს პირი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ლუკა შველიძეს კლინიკაში ემუქრებოდა.
„მთავარი არხის ინფორმაციით, 50 წლამდე თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
ნაცემი სტუდენტი კი რომელიც ცოტახნის წინ შეიარაღებული ანგარიშსწორების მცდელობის მსხვერპლი გახდა ლუკა შველიძეა, ის ახალგაზრდა ვინც დილას, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-ში პროტესტი გამოთქვა.
"ორი ადამიანი იყო შემოსული, სახეს ყველანაირად მალავდნენ. კართან ახლოს ვიწექი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიყავი და პირველად იკითხეს, ლუკა შველიძე რომელიაო. რომ დაიწყეს პირადი მონაცემების კითხვა, ვკითხე, ვინ ხართ და რატომ იღებთ ჩემს პირად მონაცემებს-მეთქი. რომ ეთქვათ, პოლიციის თანამშრომლები ვართო, ჩემთვის გასაგები იქნებოდა. მითხრეს, არაფერი არ ხდება, სხვა რაღაცას ვაკეთებთ და მიდიოდნენ. კათეტერით გამოვეკიდე, რომ გადამეღო, ვინ იყვნენ.
ჭიდაობა რომ წავიდა, იარაღისკენ წაიღო ხელი, ამ დროს მომიწია ფიზიკურად მისი შეჩერება, იმიტომ, რომ დედაჩემი და დეიდაჩემი იყვნენ აქ. მომიწია, რომ ხელები მომეკიდებინა მაისურზე, რათა არ გამეშვა. დაიმუქრა, გესვრი, ხელს თუ არ გამიშვებ, დაგაკავებ, თუ არ გამიშვებო. სახელს და გვარს არ ამბობდა.
თუ სამართალდამცავი იყო, რატომ იყო მოსული სამოქალაქო ფორმით? რატომ იყო მთვრალი? 2-3 მეტრის რადიუსში სასმლის სუნი ჰქონდა". - ამბობს სტუდენტი ფორმულასთან ინტერვიუში.