ხვალ, 16 დეკემბერს, რადიო "აფხაზეთის ხმის" გადაცემაში "კვირის ავტოგრაფი" ჟურნალისტ რაულ ქირიას სიმღერის პრემიერა გაიმართება.
სიმღერა საახალწლოა. ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე, მუსიკა კი თავად ქირიას კომპოზიციითაა შექმნილი.
როგორც გადაცემის ავტორმა, მომღერალმა ნინო ჩხეიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მან წინასწარ მოისმინა სიმღერა და კმაყოფილი დარჩა.
"ეს არის თანამედროვე სტილის, ხარისხიანი სიმღერა კარგი შესრულებით", _ განაცხადა მან.
ნინო ჩხეიძის განცხადებით, სიმღერას, რომლის პრემიერაც პირდაპირ ეთერშია დაგეგმილი, საშობაო განწყობილება მოაქვს და მსმენელისთვის დადებითი ემოციის მომტანი იქნება.