დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ადასტურებს, რომ უკრინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით იმყოფებიან, სადაც მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ძალები უნდა ყოფილყვნენ. „დღეისათვის არსებული ინფორმაციით, იქ უკვე დგას უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტროლო პუნქტები“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანს. „ვაგნერელებს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ქალაქი. ახორციელებენ ინსტრუქტორულ სამუშაოს რეგულარული არმიის დანაყოფებთან, რომლებიც ჩავიდნენ {ბახმუტში}“, - განაცხადა მალიარმა.