აჭარაში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულის გამო სოფელ სიმონეთში 40-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
რუსტავი 2-ის ინფორმაციით, წაღებულია სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. გათიშულია საკომუნიკაციო საშუალებებიც.
ეს ტერიტორია მეწყერულ ზონადაა მიჩნეული, თუმცა მსგავსი შემთხვევა იქ პირველად მოხდა.
სიმონეთში გზებისა და ხიდის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.