„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს.
„ყვარელში რაც მოხდა, როგორც იქცეოდა პოლიცია, ამის შემდეგ, ბუნებრივია, წავედი კახეთში და პირდაპირ, პრაქტიკულად ჩემს თვალწინ, მგონი, პოლიციის უფროსი იყო, ფიზიკურად გამოყარა ადვოკატი და აქტივისტები შენობიდან, რის გამოც მე მას ფიზიკურად დავუპირისპირდი. მინდა, ხაგზასმით ვთქვა, რომ პოლიცია, რომელიც იცავს ლავროვს, ძალადობს საკუთრ მოქალაქეებზე, ასე თელავს უფლებებს, დიახ, ისინი მიიღებენ მსგავს პასუხს. დიახ, მე დავუპირისპირდი პოლიციის უფროსს, რომელიც ამას იმსახურებდა, რადგან იძალადა მოქალაქეებზე და იცავდა ლავროვს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.
„ეს არ არის სასამართლო, ეს არის სანქცირებული „კლანის“ დაჯგუფება, არ მინდა, ყველას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როგორც სისტემა, ეს არის მონების სისტემა. ამიტომ არ ვაპირებ არც მისვლას, არც ჯარიმის გადახდას, არანაირი ტიპის თანამშრომლობას“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.