"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, სიმღერა „მიშა მაგარია-ს“ გამო საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს.”
“გუშინ საგარეჯოს პოლიციასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საქართელოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნი ჩართეს, ასევე ჩართეს სიმღერა „მიშა მაგარია“, რაზეც გაღიზიანდა დეპარტამენტის უფროსი, დაიწყო მოლაპარაკებები, რომ სიმღერა გამორთულიყო, მაგრამ უარის მიღბის შემდეგ სცადა ძალით გამოერთო, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი გიორგი ლომიძე დააკავეს.
როგორც დღეს გაირკვა, საგარეჯოს სამმართველოსთან დაკავებული პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ზაჰესში, წინასწარი მოთავსების განყოფილებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფრმაციით, სასამართლო დღეს, 20 მაისს ჩატარდება.