თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსული ავიარეისის ჩამოფრენას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან აქტივისტი, "დროას" წევრი, შუაშანა მაცაბერიძე და კიდევ რამდენიმე პირი.
ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული.
"აზიმუტის" პირველი რეისი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.