გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ლიეტუვის მოქალაქეა. მაშველები ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ.
გუშინ, ჯომარდობის დროს, ორი ტურისტი მდინარე არაგვმა გაიტაცა. კიდევ ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარს მაშველებმა გუშინ მალევე მიაკვლიეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.