თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე კაცები მეზობლები არიან. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.